logo
ENG



კულებას თქმით, ზელენსკი მზადაა, პუტინს "ხვალაც კი" შეხვდეს

18 მარ 202202:44
3 წუთის საკითხავი
 
კულებას თქმით, ზელენსკი მზადაა, პუტინს "ხვალაც კი" შეხვდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ვლადიმერ პუტინს "მინიმუმ ხვალ" შეხვდეს.

"პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ამ შეხვედრისთვის. მისი პოზიცია მკაფიოა, ყველა საკითხზეა ჩამოყალიბებული და უკრაინა მზად არის ამ საუბრისთვის", - თქვა მან.

მინისტრმა, ასევე დეტალურად განმარტა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრებზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც მხარეები დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ.

კულებას თქმით, კონკურენციაა სხვადასხვა ქვეყნებს შორის ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის:

"შემიძლია ვთქვა, რომ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის მასპინძლობისთვის კონკურენცია უფრო სასტიკია, ვიდრე ოლიმპიური თამაშებისთვის".


close დახურვა